Accessibility links

პოდგორიცის პოლიცია: პირმა, რომელმაც აშშ-ის საელჩოს ხელყუმბარა ესროლა, თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა


ჩერნოგორიას პოლიციამ დაადასტურა, რომ მამაკაცმა, რომელმაც 22 თებერვალს პოდგორიცაში აშშ-ის საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა, წერილი დატოვა. პოლიციის წყარომ, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ დალიბორ ჯაუკოვიჩის მიერ დატოვებული წერილი ექვსგვერდიანია. სერბიაში დაბადებული ჯაუკოვიჩი იყო კოსოვოს ომის ვეტერანი და გვიანდელ 1990-იან წლებში იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების წევრი - იმ პერიოდში, როცა აშშ 78 დღის განმავლობაში აწარმოებდა სერბიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს, კოსოვოს ომის დასრულების მიზნით. 22 თებერვალს მან იუგოსლავიაში დამზადებული, M75 “კაშიკარას” ტიპის ხელყუმბარა ესროლა საელჩოს შენობას და შემდეგ სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობით თავი მოიკლა. აფეთქებების შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 თებერვალს დაადასტურა, რომ ჯაუკოვიჩი ეწინააღმდეგებოდა ჩერნოგორიას ნატოში გაწევრიანებას და ამ ქვეყნის პროდასავლელი ლიდერების პოლიტიკას. ფეისბუკზე ის იყო წევრი სერბულენოვანი ჯგუფისა სახელად "რუსოფილები".

XS
SM
MD
LG