Accessibility links

თურქეთმა ჰოლანდიის წარმომადგენელი გამოიძახა და "გადაჭრით" დაგმო კენჭისყრა სომეხთა გენოციდზე


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 თებერვალს გამოიძახეს ჰოლანდიის წარმომადგენელი დიპლომატი, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ჰოლანდიაში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრვი განადგურების "გენოციდად" აღიარებას - ამ ცნობას ავრცელებს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ერიკ ვესტსტრატეს, ანკარაში ჰოლანდიის დიპლომატიურ წარმომადგენელს, სამინისტროში იძახებენ. გასულ კვირაში ის მაშინ გამოიძახეს, როცა ცხადი გახდა, რომ ჰოლანდიელი კანონმდებლები ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავდნენ. თურქეთმა "გადაჭრით" დაგმო რეზოლუცია, რომელსაც ჰოლანდიელმა დეპუტატებმა დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, მისი წინააღმდეგი მხოლოდ სამი კანონმდებელი იყო. მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევენ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად. ხოცვა-ჟლეტას გენოციდად მიიჩნევს სულ მცირე 23 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG