Accessibility links

სომხეთის საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა ყოფილი პრემიერი


სომხეთში, მმართველი რესპუბლიკური პარტიის და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, იგივე დაშნაკცუტიუნის საპარლამენტო ფრაქციებმა პრეზიდენის პოსტზე წარადგინეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არმენ სარკისიანის კანდიდატურა. კენჭისყრამდე სარკისიანმა ორივე ფრაქციის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. რესპუბლიკური პარტია და დაშნაკცუტიუნი კოალიციური პარტნიორები არიან. სომხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, სერჟ სარკისიანმა 19 იანვარს დაასახელა არმენ სარკისიანი - რომელიც მისი მოგვარეა და არ ენათესავება - რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. არმენ სარკისიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო 1996-დან 1997 წლამდე, როცა ის სასუნთქი გზების ავადმყოფობის გამო გადადგა პოსტიდან. ამჟამად ის სომხეთის ელჩია დიდ ბრიტანეთში. 2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმით, სომხეთმა თავისი ნახევრადსაპრეზიდენტო სახელმწიფო მოწყობის ფორმა შეცვალა საპარლამენტო რესპუბლიკით. პრეზიდენტის უფლებამოსილებას გამოაკლდა ვეტოს უფლება, პრეზიდენტი გადაიქცა დიდწილად სიმბოლური ძალაუფლების მქონე ფიგურად, რომელსაც ყოველ შვიდ წელიწადში აირჩევს პარლამენტი და არა მოსახლეობა. მთავრობის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ემსახურებოდა მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარკისიანის მხრიდან სომხეთში პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების სურვილს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ამოიწურება მისი მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG