Accessibility links

ავღანეთში აღნიშნეს მასშტაბური გაზსადენის მშენებლობის დაწყება


ავღანეთის, თურქმენეთის, პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა და მაღალჩინოსნებმა 23 თებერვალს აღნიშნეს მშენებლობის დაწყება რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის ავღანეთის მონაკვეთზე. იმედოვნებენ, რომ ეს ნავთობსადენი დაფარავს რეგიონის ენერგეტიკულ საჭიროებებს. ავღანეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერატში გამართულ ცერემონიაზე ავღანეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს, აშრაფ ღანის და გურბანგული ბერდიმუხამედოვს, შეუერთდნენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ ხაყან აბასი და ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ემ ჯი აკბარი. "გაზსადენს მოამარაგებს გალკინიში, მსოფლიოში სიდიდით მეორე გაზის საბადოო", უთხრა თურქმენეთის პრეზიდენტმა, ბერდიმუხამედოვმა ჟურნალისტებს, რომლებიც თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე იყვნენ შეკრებილნი და ცერემონიას ვიდეოჩართვით ადევნებდნენ თვალს. თურქმენეთი ფლობს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ბუნებრივი აირის საბადოებს, თუმცა ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გაზის ექსპორტზე ჩინეთში - მას შემდეგ, რაც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ იმპორტის მოცულობა შეამცირა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG