Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM ავრცელებს განცხადებას არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტზე


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) გაავრცელა განცხადება არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტზე. მისია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და აცხადებს, რომ აგრძელებს მომხდარის შესწავლას. "ტრაგიკული შემთხვევის" გარემოებათა დეტალების დასადგენად კვლავაც აქტიურად გამოიყენება მისიის ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას იმისათვის, რომ გაიცვალოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია“ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. მისია ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების „სრულ, დეტალურ და გამჭვირვალე გამოძიებას“. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოთქვამს გამოძიებისთვის მხარდაჭერისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დისკუსიების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას. EUMM მზად არის აგრეთვე ხელი შეუწყოს კომუნიკაციის ნებისმიერ სხვა შესაფერის ფორმატს, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

XS
SM
MD
LG