Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათობით ადამიანი ემსხვეროპლა თავდასხმებს


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში თვითმკვლელმა მოიერიშემ დაცვის ორი წევრი იმსხვერპლა და შვიდი დაჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, ისლამურმა სახელმწიფომ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა დილით, ცხრის თხუთმეტ წუთზე მოხდა, ნატოს შტაბ-ბინასთან ახლოს და აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმის ადგილთან ასევე მდებარეობს ავღანეთის სადაზვერვო სააგენტოს ოფისი. დეკემბერში ამავე ადგილის სიახლოვეს თავი აიფეთქა ფეხით მოსიარულე თავდამსხმელმა, რასაც სულ მცირე ექვსი სამოქალაქო პირი შეეწირა. პარალელურად, დასავლეთ ავღანეთში თალიბანთან შეტაკებას ემსხვერპლა სულ მცირე 18 სამხედრო. იუწყებიან, რომ ექსტრემისტები გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს გამთენიისას. კიდევ სხვაგან, ჰელმანდის პროვინციაში ორმა თავდამსხმელმა თავი მანქანებში აიფეთქა, რასაც სულ მცირე ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG