Accessibility links

ახალი ბრალდებები წაუყენეს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს


აშშ-ის საგანგებო გამომძიებელმა შეთქმულების და სხვა ბრალდებები წაუყენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილ მენეჯერს - მათ შორის ბრალდება, რომ მან შექმნა საიდუმლო ლობისტური კამპანიის არხები, რომლებიც მოიცავდა ევროპის ყოფილ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. პოლ მანაფორტისთვის წაყენებული ახალი ბრალდებები აშშ-ის ვაშინგტონის რაიონულ სასამართლოს 23 თებერვალს წარედგინა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მანაფორტის მოადგილემ, რიკ გეიტსმა დაკავშირებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ აღიარა. პარალელურად, მიმდინარე კვირაში თავი დამნაშავედ გამოაცხადა ლონდონში დაფუძნებულმა ადვოკატმა. ეს პროცესები მოწმობს, რომ მიულერის გამოძიება სისწრაფეს იღებს და ზრდის ზეწოლის ინტენსივობას, რათა პირებმა მასთან ითანამშრომლონ. მანაფორტის და გეიტსის გარშემო მიულერის გამოძიება ძირითადად კონცენტრირებულია ლობისტურ სამუშაოზე, რომელიც მათ გაუწიეს რუსეთის მომხრე უკრაინის პარტიას, ისევე, როგორც სხვადასხვა ოფშორულ კომპანიაზე და საბანკო გადარიცხვებზე, რომლებიც, პროკურორების ვერსიით, აშშ-ის მთავრობისთვის დამალული იყო. ახალ დოკუმენტში მიულერი ამბობს, რომ მანაფორტი 2012 და 2013 წლებში ფარულად დაუკავშირდა "ევროპის ყოფილ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებს", რათა მათ ლობისტური კამპანია ეწარმოებინათ უკრაინის მაშინდელი პრეიზიდენტის, ვიქტორ იანუმკოვიჩის სასარგებლოდ. ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც საბრალდებო დოკუმენტში არ ასახელებენ, სამუშაოში 2 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG