Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს 30-დღიანი ზავის ამოქმედებას სირიაში


გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს 30-დღიანი ზავის "გადავადების გარეშე" გამოცხადებას სირიაში, რათა გაჩნდეს საშუალება ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის და სამედიცინო ევაკუაციის პროცესებისთვის. 24 თებერვალს საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა მხარი საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ტექსტის დამტკიცებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. ვრცელდება ცნობები, რომ რეზოლუციის ავტორებმა, ქუვეითმა და შვედეთმა, ტექსტი შეცვალეს რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ამოიღეს მოთხოვნა, რომ ზავი 72 საათში უნდა ამოქმედებულიყო. რუსეთი, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა, უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს. კენჭისყრის ფონია აქტივისტების მიერ გავრცელებული ცნობები სირიის მთავრობის ძალების მიერ 500-მდე სამოქალაქო პირის დახოცვაზე საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი კამპანიის ფარგლებში აღმოსავლეთ ღუტაში, დამასკთან ახლოს მდებარე ანკლავში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG