Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ სირიაში გაგრძელდება "ტერორისტებზე" დარტყმები


ირანი აცხადებს, რომ დამასკის შემოგარენში გაგრძელდება თავდასხმები "ტერორისტებზე", მაგრამ თეირანი და სირიის მთავრობა სხვა ადგილებში დაიცავენ გაეროს მიერ დამტკიცებულ საზავო შეთანხმებას. ნახევრადოფიციალური სააგენტოს, ტასნიმის მიერ გავრცელებულ ცნობის თანახმად, ირანის არმიის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი მოჰამად ბაყერი ამბობს, რომ ირანი და სირია დაიცავენ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებულ ზავს, მაგრამ "ზავი არ მოიცავს დამასკის შემოგარენის მონაკვეთებს, რომლებსაც ტერორისტები აკონტროლებენ, და მათი გაწმენდვის ოპერაციები გაგრძელდება". ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია იუწყება, რომ 25 თებერვალს მთავრობის ძალებმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელეს მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ანკლავზე, აღმოსავლეთ ღუტაზე. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ემსხვერპლნენ რეჟიმის მომხრე 13 მებრძოლი და მეამბოხეების ექვსი წევრი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 თებერვალს სირიაში რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს ზავის დაცვისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG