Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერი დასავლეთ ბალკანეთში ჩადის ევროკავშირის სტრატეგიაზე სასაუბროდ


ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი იწყებს ტურნეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებში, რათა ისაუბროს ევროკავშირის ახალ სტრატეგიაზე რეგიონთან მიმართებით. იუნკერის ტური მოიცავს ევროკავშირის არაწევრ ექვს ქვეყანას და იწყება მაკედონიიდან, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევთან გამართავს შეხვედრას. მიმდინარე თვეში ევროკომისიამ გამოაცხადა ახალი სტრატეგია, რომელიც ეხება ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიას და სერბიის ინტეგრირებას. ამ ექვსი ქვეყნიდან კომისია ლიდერებად მიიჩნევს სერბიას და ჩერნოგორიას და აცხადებს, რომ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი შესაძლოა ბლოკში უკვე 2025 წელს გაწევრიანდნენ. დოკუმენტის თანახმად, ექვსმა ქვეყანამ კვლავაც ბევრი წინაღობა უნდა გადალახოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის გამყარების და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG