Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია


ვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, დიუსელდორფის „გრან სლემზე.“ ქართველმა ძიუდოისტმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა ირლანდიელი ბენჯამინ ფლეტჩერი. დიუსელდორფის ტურნირზე, რომელიც 23 თებერვალს გაიხსნა, ვარლამ ლიპარტელიანმა სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთჯერვე ვადაზე ადრე გაიმარჯვა და ათასი სარეიტინგო ქულით სათავეში მოექცა ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგს. საქართველოს ნაკრები „გრან სლემზე“ შვიდი სპორტსმენით გამოვიდა და სულ ორი მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

XS
SM
MD
LG