Accessibility links

გარდაიცვალა გია მაისაშვილი


გია მაისაშვილი

აშშ-ში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი, გია მაისაშვილი. მას ექიმებმა 2015 წელს დაუსვეს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი. პროფესიით ეკონომისტი გია მაისაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში საქმიანობდა, საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში. 2007 წელს გია მაისაშვილმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია, „მომავლის პარტია.“ 2008 წელს კანდიდატად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. 2018 წლის ნოემბერში, გია მაისაშვილს შეუსულდებოდა 56 წელი.

XS
SM
MD
LG