Accessibility links

დიდ ბრიტანეთში მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს


სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლესტერში მომხდარი აფეთქების და ხანძრის შედეგად. ბიბისის ინფორმაციით, 25 თებერვალს საღამოს, სამსართულიან შენობაში მოხდა აფეთქება, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. შენობა თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მიმდინარეობს ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულია ოთხზე მეტი ადამიანი. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე პოლიცია გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას. შენობის პირველ სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, სურსათის მაღაზია მდებარეობდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG