Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დაინიშნა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა. დღის წესრიგშია ოკუპირებულ ცხინვალში, გასულ კვირაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 15 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე გადაწყდება დღეს გადმოსცემს თუ არა დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. გარდა ამისა, ქართული მხარე საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცენ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს, ახალგორში დაკავებულ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG