Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე


მიხეილ ჯანელიძე

ჟენევაში მიმდინარეობს გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე. სამინისტროს განცხადებით, 26 თებერვალს, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ უმძიმეს ფაქტებზე და ხაზს გაუსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. 26 თებერვალს მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

XS
SM
MD
LG