Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი სირიაში მეომარ მხარეებს მოუწოდებს, „შეაჩერონ ჯოჯოხეთი“ ღუტაში


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონი გუტერეშმა სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ შეუდგნენ 30-დღიანი ზავის დაცვას. გუტერეშმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სააგენტოები მზად არიან, დახმარება მიაწოდონ დამასკთან მდებარე აღმოსავლეთ ღუტაში მყოფ ხალხს და მოახდინონ მძიმედ დაჭრილთა ევაკუაცია. აქტივისტების ცნობით, ღუტაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ბოლო კვირის ინტენსიური დაბომბვის შედეგედ დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი. აღმოსავლეთი ღუტა ვერ მოიცდის, რახანია დადგა დრო ამ ჯოჯოხეთის შესაჩერებლადო, - განაცხადა გუტერეშმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე. 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვს ერთთვიანი ზავის „დაუყოვნებლივ“ ამოქმედებას, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისათვის დახმარების მიწოდება და ავადმყოფთა ევაკუაცია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG