Accessibility links

სლოვაკეთში მოკლეს გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი ქალი


სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი ქალი, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება. სლოვაკეთის პოლიციის უფროსის, ტიბორ გასპარის განცხადებით, 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი 25 თებერვლის საღამოს მოკლული იპოვეს მათ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში. გასპარმა „უპრეცედენტო“ უწოდა სლოვაკეთში ჟურნალისტზე ასეთ თავდასხმას. კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.

XS
SM
MD
LG