Accessibility links

ტაილანდში დააკავეს ქალი, რომელიც გახვეულია ნავალნის ანგარიშში ასახულ „რიბკაგეიტის“ სკანდალში


ტაილანდში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც გახვეულია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ბოლოდროინდელ ანგარიშში ასახულ „რიბკაგეიტის“ სკანდალში. ანგარიში, კერძოდ, ასახავს 2016 წლის აგვისტოში ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასა და ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოს შეხვედრას. „ნასტია რიბკად“ წოდებულმა ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის ალექსეი ნავალნის ანგარიშს. ტაილანდის მედიის 26 თებერვლის ცნობით, საკურორტო ქალაქ პატაიას ერთ-ერთ სასტუმროში წინა დღეს დააკავეს რუსეთის 10 მოქალაქე, რომელიც თავს სექსის ექსპერტად მოიხსენიებს და სექსის კურსებს ატარებდა. იუ-ტიუბზე გამოქვეყნებულ ვიდეორეპორტაჟში ჩანან დაკავებულები, მათ შორის ნასტია რიბკა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG