Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ხელახლა დააკავეს კიბერდამნაშავეთა ბანდის სავარაუდო ხელმძღვანელი


უკრაინაში ხელახლა დააკავეს კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ბანდის სავარაუდო ხელმძღვანელი, რუსეთში დაბადებული გენადი კაპკანოვი. ვარაუდობენ, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედებს კომპიუტერული სერვერების კომპლექსური და მაღალგანვითარებული ქსელი სახელწოდებით „აველანჩი“ (ზვავი). უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ცნობა 25 თებერვალს კაპკანოვის კიევში დაპატიმრების შესახებ. პრესმდივნის, არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კაპკანოვს უპოვეს უკრაინული პასპორტი, რომელიც გაცემულია მის ფსევდონიმზე. კიევში მისი ბინის ჩხრეკისას კონფისცირებულ იქნა ლეპ-ტოპი, ფლეშ-დრაივი და ნაღდი ფული. შევჩენკოს განცხადებით, დაკავების წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, კაპკანოვს არ უჩხუბია პოლიციელებთან. „აველანჩის“ წინააღმდეგ წელიწადზე მეტი ხნის წინ განხორციელდა საერთაშორისო რეიდები.

XS
SM
MD
LG