Accessibility links

უნგრეთის მმართველმა პარტიამ მოულოდნელი მარცხი განიცადა ადგილობრივი არჩევნების დროს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პარტია "ფიდესის" ლიდერი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მმართველმა პარტია “ფიდესმა“, რომელსაც სათავეში უდგას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მოულოდნელი მარცხი განიცადა ქალაქ ჰოდმეზევაშარჰეის მერის არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მმართველი პარტიის ბასტიონად არის მიჩნეული, ხმების 92%-ზე მეტის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ დამაჯერებლად ლიდერობს დამოუკიდებელი კანდიდატი პეტერ მარკი-ზაი. მას ერგო ხმათა 57,5 %, ხოლო "ფიდესის" კანდიდატს, ზოლტან ჰეგედუშს - 41,6%. ელექტორატის აქტივობამ 62,4% შეადგინა, ანუ 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხულ 58,8%-ზე მეტი. ვიქტორ ორბანის მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტია მოელოდა გამარჯვებას, რაც მისთვის დამაიმედებელი სტარტი იქნებოდა 8 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისათვის. „ფიდესი“ ორი ათწლეულია მართავს ქალაქ ჰოდმეზევაშარჰეის, სადაც 45 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დამოუკიდებელ კანდიდატ პეტერ მარკი-ზაის ოპოზიციური პარტიები ემხრობიან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG