Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში დააკავეს „პუსი რაიოტის“ სამი წევრი


"პუსი რაიოტის" წევრი, მარია ალიოხინა, რომელიც 26 თებერვალს ყირიმში დააკავეს
"პუსი რაიოტის" წევრი, მარია ალიოხინა, რომელიც 26 თებერვალს ყირიმში დააკავეს

ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, დააკავეს რუსი ფემინისტების პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრი. ერთ-ერთი მათგანი, ოლგა ბორისოვა ტვიტერში წერს, რომ ის და ალექსანდრ სოფეიევი დააკავეს 25 თებერვალს, ყირიმში ჩასვლის შემდეგ. რაც შეეხება მესამეს, მარია ალიოხინას, ის 26 თებერვალს ჩავიდა ყირიმში, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ცნობების თანახმად, სამივეს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც, რადიო თავისუფალი/ევროპა რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, ბორისოვა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, ხოლო ალიოხინა გაათავისუფლეს. სოფეიევის ადგილსამყოფელი უცნობია. ყირიმის მმართველებს არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი მათ დაკავებასთან დაკავშირებით. „პუსი რაიოტმა“ სახელი გაითქვა 2012 წელს, როცა ალიოხინასა და „პუსი რაიოტის“ კიდევ ერთ წევრს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ჩატარებული აქციისათვის.

XS
SM
MD
LG