Accessibility links

პუტინმა გასცა დავალება დამასკთან მდებარე ღუტაში „ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ


აღმოსავლეთი ღუტა 2018 წლის 25 თებერვალს

რუსეთის განცხადებით, 27 თებერვლიდან ყოველდღიური „ჰუმანიტარული პაუზა“ ამოქმედდება სირიის დედაქალაქთან მდებარე აღმოსავლეთ ღუტაში, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა დავალება ადგილობრივი დროით დილის 9-დან 14 საათამდე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ღუტაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც სამოქალაქო პირები ქალაქიდან წასვლას შეძლებენ. ამ ცნობას ჯერ არ გამოხმაურებიან სირიის მთავრობა, მეამბოხეები და გაერო. „ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ განცხადებას ორი დღით წინ უსწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოს 24 თებერვლის რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია 30-დღიანი ზავის დაუყოვნებლივ გამოცხადება სირიის კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და ავადმყოფთა ევაკუაციისათვის. ეს მოწოდება მოჰყვა დამასკთან მდებარე რეგიონის ინტენსიურ დაბომბვას სირიის მთავრობის ჯარების მიერ და 540-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას.

XS
SM
MD
LG