Accessibility links

კრემლი „წარმატებულად“ მიიჩნევს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსი ათლეტების მონაწილეობას


კრემლის შეფასებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსი ათლეტების მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა მოწმობს, რომ ქვეყანამ წარმატებით მიიღო მონაწილეობა ასპარეზობაში. რუსეთის სპორტისათვის მთავარი ინდიკატორები მედლები არიანო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, მოგებული მედლების რაოდენობის გათვალისწინებით, რუსი ოლიმპიელების ასპარეზობა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. „ოლიმპიურ ათლეტებს რუსეთიდან“, როგორც რუს სპორტსმენებს სამხრეთ კორეის ოლიმპიურ თამაშებზე უწოდებდნენ, ერგოთ 17 მედალი და გუნდურ ჩათვლაში ისინი მეექვსე ადგილზე გავიდნენ. პიონგჩანში 25 თებერვალს დასრულდა ზამთრის ოლიმპიური ასპარეზობა. რუსეთის ოლიმპიური გუნდი დისკვალიფიცირებული იყო დოპინგის - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასებით - სისტემატურად, სახელმწიფო პროგრამით გამოყენებისათვის, მაგრამ 168 რუს ათლეტს მიეცა ასპარეზობაში ოლიმპიური დროშით მონაწილეობის უფლება.

XS
SM
MD
LG