Accessibility links

თბილისში, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა


თბილისში, დიდუბის რაიონში, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზაციას ცდილობენ. როგორც იტყობინებიან, ხანძარი მოედო ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული შენობის მეორე სართულს. არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია ხანძრის გავრცელების ფართობზე. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოვაჭრეთა ნაწილი ნივთების გადარჩენას ცდილობს. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG