Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე დაიწვა სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი


ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები თევდორე მღვდლის ქუჩაზე
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები თევდორე მღვდლის ქუჩაზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 27 თებერვალს, დაახლოებით 00.30 წუთზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დამწვარია სავაჭრო ცენტრის მესამე სართული, მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი, განაცხადა მედიასთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა.

„ადგილზე მობილიზებული გვყავდა 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა, მუშაობდა 150 მეხანძრე-მაშველი. უახლოეს საათებში იქნება სრული ლიკვიდაცია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრის ფართობი. ზუსტი ციფრები ალბათ ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადა 27 თებერვლის ღამით გიორგი მღებრიშვილმა. მისივე სიტყვებით ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მოვაჭრეების ინფორმაციით დამწვარია ბაზრობის ის ნაწილი, სადაც თამბაქო და მეორადი ტანსაცმელი იყიდებოდა. ხანძრის ადგილას იმყოფებოდა ქალაქის მერი კახა კალაძეც.

XS
SM
MD
LG