Accessibility links

აშშ რუსეთს დაუწესებს ახალ სანქციებს


სტივენ მნუჩინი

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში - ამის შესახებ კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა. გასულ კვირაში, სენატში გამართულ მოსმენაზე მნუჩინმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საპასუხოდ, მოსკოვის წინააღმდეგ მზადდება ახალი სანქციები, რომლებიც დაეფუძნება „კრემლის მოხსენებას.“ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში დასახელებულია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული 200-ზე მეტი პირი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელები და ოლიგარქები. 16 თებერვალს, სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა წარმოადგინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების პირველი შედეგები. საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება წარდგენილი აქვს რუსეთის 13 მოქალაქეს და სამ იურიდიულ პირს. მათ შორის არიან პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი და „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციის, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG