Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: ხანძრების განზრახ გაჩენის ეჭვს იწვევს გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი შეკითხვები


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ეჭვი, რომ ბოლო პერიოდის ხანძრები განზრახ ქმედების შედეგია. "როცა წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია პასუხი, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ ქმედება“ - განაცხადა 27 თებერვალს ნინო ლომჯარიამ. წუხელ, თბილისში ხანძარი გაჩნდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცაჭრო ცენტრში, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. მათი ინფორმაციით, შენობაში ღამით მორიგეობდა დაცვის სამსახური და უსაფრთხოების მიზნით ითიშებოდა ელექტროენერგია. 2012 წლიდან, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხანძარი გაჩნდა სულ მცირე 12 ბაზრობასა და სავაჭრო ცენტრში. უმეტეს შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები. ბოლო პერიოდის ფაქტებს შორის პროკურატურამ გამოიძია თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“2017 წლის იანვარში მომხდარი ხანძარი და იმავე წლის ივლისში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა ცენტრის დირექტორი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG