Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ რუსეთში 15 კაცი დაიღუპა ხანძრების შედეგად


ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა წუხელ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრების შედეგად. ურალის ქალაქ ჩუსოვოიში 27 თებერვალს ექვსი კაცი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. ხანძარი ბინაში, სავარაუდოდ, ღამით, გათბობის მიზნით ჩართულ მდგომარეობაში მყოფმა ელექტროქურამ გამოიწვია. კრასნოდარში ხანძარმა იმსხვერპლა მამაკაცი და ორი ბავშვი. ტრაგედია დატრიალდა 26 თებერვალს ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მწყობრიდან არის გამოსული გათბობის ცენტრალური სისტემა. საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული დენისა და გაზის გამათბობლები კი ხშირად იწვევენ ხანძარს, აფეთქებას და სიცოცხლისათვის საზიანო აირების გაჟონვას.

XS
SM
MD
LG