Accessibility links

სამი წელი შესრულდა ბორის ნემცოვის მკვლელობიდან


ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი მოსკოვის კრემლის მახლობლად

სამი წელი შესრულდა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან. ცნობილი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, კრემლის მახლობლად მოკლეს. 25 თებერვალს, რუსეთის ქალაქებში გაიმართა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხალხმრავალი აქციები. 27 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება ბორის ნემცოვის სახელობის მოედნის გახსნის ოფიციალური ცერემონია. 2017 წლის იანვარში, საქალაქო საბჭომ დაჩქარებული წესით, ერთხმად დაუჭირა მხარი ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის ნემცოვის სახელის მინიჭებას. 26 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს, რომ პასუხი აგოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობასთან კავშირის მქონე ყველა პირმა, მათ შორის ორგანიზატორებმა და დამკვეთებმა. 2017 წლის ივლისში, სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ჩეჩნური ბატალიონის, „სევერის“ ყოფილი წევრი ზაურ დადაევი და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 11-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დადაევის ოთხ თანამზრახველს. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია მკვლელობის დამკვეთი. ბორის ნემცოვის ოჯახის წევრები და თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG