Accessibility links

აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა აქცია „STOP ბიძინა“


საპროტესტო აქცია ბათუმში. 2018 წლის 27 თებერვალი

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართა აქცია, რომელზეც პროტესტი გამოთქვა აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეების გადატანის გამო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვეს ზომების მიღება, რათა შეჩერდეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, მახინჯაურში, მწვანე კონცხსა და ჩაქვში ასწლოვანი ხეების ამოთხრა, რაც, მათი განცხადებით, სერიოზულად აზარალებს აჭარის რეგიონის ეკოსისტემას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, 27 თებერვლის აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და თუ აჭარის მთავრობა პროცესს არ შეაჩერებს, ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG