Accessibility links

სააკაშვილის "ახალ ძალთა მოძრაობას" პროვოკაციაში ადანაშაულებენ


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. კიევი, 2018 წლის 18 თებერვალი

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა „სახალხო ფრონტიდან“ ანტონ გერაშჩენკომ პროვოკაციაში დაადანაშაულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაარსებული „ახალ ძალთა მოძრაობა.“ 27 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გერაშჩენკომ განაცხადა, რომ ამ მოძრაობის მიერ ორგანიზებული პიკეტის მონაწილეებმა პარლამენტში სცადეს საბურავების დაწვა, რასაც წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებმა. ანტონ გერაშჩენკოს ცნობითვე, აქტივისტები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც დაშავდა 2 პოლიციელი. „დაკავებულია 9 პირი, რომლებმაც გამორიცხული არ არის, რომ პროვოკაცია რუსული ფულით მოაწყვეს“ - განაცხადა გერაშჩენკომ. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ახალ ძალთა მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ აქვს კიევში გამართულ აქციასთან. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „გერაშჩენკო, ისევე, როგორც მისი პატრონები, ავაქოვი და პოროშენკო, საძაგელი მატყუარები არიან.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG