Accessibility links

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს


აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. ბათუმი, 2018 წლის 27 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას. განცხადების თანახმად, აჭარიდან გურიაში ხეების გადარგვა ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათი ნაწილის გადატანა მიმდინარეობს კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე და ამასთან, ასწლოვანი ხეების გადამტანი კერძო კომპანიები ვალდებულნი არიან მოახდინონ ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების“- ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში. 27 თებერვალს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართა აქცია, რომელზეც პროტესტი გამოთქვა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეების გადატანის გამო და აჭარის მთავრობისგან მოითხოვა პროცესის შეჩერება.

XS
SM
MD
LG