Accessibility links

კიევში 14 პოლიციელი დაშავდა ანტისამთავრობო დემონსტრანტებთან შეტაკებაში


უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევში 14 პოლიციელი დაშავდა ანტისამთავრობო დემონსტრანტებთან შეტაკებაში. პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებები მოჰყვა პოლიციის მცდელობას დემონსტრანტებისთვის არ მიეცა საბურავების დაწვის საშუალება პარლამენტის შენობასთან ახლოს. პოლიცია ამბობს, რომ დემონსტრანტებმა ამის შემდეგ ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით. ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ დაიწყებულია გამოძიება "სამართალდამცავებზე თავდასხმის" გამო. 27 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე პარლამენტარმა ანტონ ჰერაშჩენკომ შეტაკებებს "პროვოკაცია" უწოდა და ბრალი დასდო "ახალ ძალთა მოძრაობას", პარტიას, რომელსაც საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. თავად პარტია უარყოფს დემონსტრაციასთან კავშირს. სააკაშვილი უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს და ახლა ის ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება.

.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG