Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ისევ დააკავეს ჯგუფ პუსი რაიოტის წევრი ალიოხინა


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დააკავეს რუსული საპროტესტო პანკ-ჯგუფის, პუსი რაიოტის ერთ-ერთი ლიდერი, მარია ალიოხინა, უკვე მეორედ ბოლო ორი დღის განმავლობაში. ჯერჯერობით გაურკვეველია სად იმყოფება ჯგუფის კიდევ ორი წევრი, ოლგა ბორისოვა და ალექსანდრ სოფეიევი. სამეული გეგმავდა საპროტესტო აქციის გამართვას პატიმრობაში მყოფი კინორეჟისორის, ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ პოლიციამ ალიოხინა დააკავა სიმფეროპოლში, ერთ-ერთ კაფეში. მანამდე მას დაუპირისპირდა კაზაკების ტრადიციულ ფორმაში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი, რომლებმვ თავი "ყირიმის თავდაცვის ძალად" წარმოადგინეს. უფლებადმაცველებმა შემდეგ გაავრცელეს ცნობა, რომ ალიოხინა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. 26 თებერვალს სიმფეროპოლის სხვადასხვა ადგილას დააკავეს ალიოხინა, ბორისოვა და სოფეიევი და შემოწმებისთვის სამედიცინო განყოფილებაში მიიყვანეს. უცნობია კონკრეტულად რა მიზანს ისახავდა ეს შემოწმება. მოგვიანებით სამეული გაუშვეს. ბორისოვა და სოფეიევი 27 თებერვალს მოსკოვში დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ ისინი არ იყვნენ სიმფეროპოლი-მოსკოვის რეისის მგზავრებს შორის. ისინი არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.

XS
SM
MD
LG