Accessibility links

ჩეხეთში გაათავისუფლეს ქურთთა ლიდერი, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის მიუხედვად


ჩეხეთში გაათავისუფლეს სირიის ქურთთა თემის მნიშვნელოვანი ლიდერი, რომელიც პრაღაში გასულ შაბათ-კვირას დააკავეს. პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ 27 თებერვალს გამოიტანა განაჩენი, რომ სალიჰ მუსლიმი, დემოკრატიული ერთობის პარტიის ყოფილი თანათავმჯდომარე, უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად თურქეთის მოთხოვნისა მისი ექსტრადიციის მიზნით. თურქეთის მთავრობის პრესმდივანმა, ბეკირ ბოზდაგმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა პოლიტიკურად მოტივირებულად და "ტერორის აშკარა მხარდაჭერად" და დასძინა, რომ ამას უარყოფითი გავლენა ექნება თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობაზე. სასამართლოს შენობის წინ ათობით მომხრე იყო შეკრებილი, ისინი მუსლიმის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პრაღაში 26 თებერვალს ანალოგიური მოთხოვნით 200-მდე პირამ გამართა აქციები. სალიჰ მუსლიმი პრაღაში 24 თებერვალს დააკავეს, თურქეთისგან მიღებული ინტერპოლის შეტყობინების საფუძველზე. თურქეთში მას ადანაშაულებენ "სახელმწიფოს და ქვეყნის ერთობის დარღვევაში" და სხვა დანაშაულებში. თურქეთი დემოკრატიული ერთობის პარტიას "ტერორისტულ ჯგუფს" უწოდებს. 67 წლის მუსლიმი პარტიის თანათავმჯდომარეობიდან შარშან გადადგა, მაგრამ კვლავ გავლენიან ფიგურად რჩება.

XS
SM
MD
LG