Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს აფერხებს თავდასხმები და სროლა


სირიიდან ვრცელდება ცნობები აღმოსავლეთ ღუტის ანკლავზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების შესახებ, მას მერე, რაც რუსეთის შუამდგომლობით უნდა ამოქმედებულიყო ცეცხლის შეწყვეტის ხუთსაათიანი პერიოდი. სირიელმა აქტივისტებმა 27 თებერვალს გამოაცხადეს, რომ მთავრობამ ამ დამასკთან ახლოს მდებარე ანკლავზე საჰაერო და საარტილერიო იერიშები მიიტანა, და ასეთ ფონზე დამასკი და მოსკოვი მეამბოხეებს ადანაშაულებდნენ იმ საევაკუაციო გზისთვის ცეცხლის გახსნაში, რომლითაც ადგილიდან სამოქალაქო პირები უნდა გაეყვანათ. გაერო აცხადებს, რომ თავდასხმები შეუძლებელს ხდის ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელებას. სირიის მთავრობის ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტის დამბომბვას 560-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, აცხადებენ აქტივისტები. 26 თებერვალს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დილის 9-დან დღის 2 საათამდე ამოქმედდებოდა ყოველდღიური "ჰუმანიტარული პაუზა", რათა შესაძლებელი ყოფილიყო სამოქალაქო პირების გაყვანა და დაჭრილთა ევაკუაცია. ანკლავში 393,000 ადამიანია მოქცეული. რუსეთის ამ განცხადებას წინ უძღოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 24 თებერვალს რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც ითხოვდა 30-დღიანი ზავის ამუშავებას, "დაყოვნების გარეშე", სირიის კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჩასატანად.

XS
SM
MD
LG