Accessibility links

აშშ მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო


აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 22 თებერვალს, დაკავების დროს, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით - ამის შესახებ 27 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. მისი თქმით, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს. ჰიზერ ნოიერტმა ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მოწოდებაა, რომ ისინი თავისუფლად დაბრუნდნენ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს და სრულად იყოს დადგენილი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებები. აშშ ყველა მხარეს კვლავ მოუწოდებს, შეთანხმდნენ დაზარალებულ რეგიონში ურთიერთნდობის და გამჭვირვალობის განმტკიცების დამატებით ზომებზე.

XS
SM
MD
LG