Accessibility links

ქრისტიანმა სასულიერო პირებმა შეწყვიტეს ისრაელის მთავრობისთვის გამოცხადებული პროტესტი


იერუსალიმი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი

28 თებერვალს, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძარი. კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიების წინამძღოლების გადაწყვეტილებით, ტაძარი 25 თებერვალს დაიკეტა ისრაელის საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებისადმი პროტესტის ნიშნად. საკანონმდებლო ინიციატივით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეკლესიის მფლობელობაში არსებული მიწების ექსპროპრიაციის უფლება და უნდა დაიბეგროს ეკლესიის კუთვნილი, კომერციული უძრავი ქონება. ქრისტიანი სასულიერო პირების პროტესტის გამო ისრაელის მთავრობამ გადადო კანონპროექტის განხილვა და მათ მოლაპარაკება შესთავაზა. ამ გადაწყვეტილებისთვის კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიების წინამძღოლებმა მადლობა გადაუხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG