Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ასზე მეტი მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა 116 მსჯავრდებული. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, მათგან 4 ქალი. პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით, სასჯელის ვადა შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, მათ შორის ორ ქალს. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის თებერვალში განიხილა სულ 858 პირის საქმე.

XS
SM
MD
LG