Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეა სირიას ეხმარება ქიმიური იარაღის წარმოებაში


სირიელი ბავშვები ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შემდეგ. აღმოსავლეთ ღუტა, 2018 წლის 25 თებერვალი
სირიელი ბავშვები ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შემდეგ. აღმოსავლეთ ღუტა, 2018 წლის 25 თებერვალი

ჩრდილოეთ კორეა სირიაში გზავნის რაკეტების სპეციალისტებს და დანადგარებს, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქიმიური იარაღის საწარმოებლად - ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, 2012-2017 წლებში გაეროს ექსპერტებმა სირიაში აღმოაჩინეს უკანონოდ გაგზავნილი 40-ზე მეტი მასალა, რომელიც გამოიყენება ქიმიური იარაღის შესაქმნელად. ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს რეზოლუციების შესრულების შემფასებელ მოხსენებაში, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, ნათქვამია, რომ გაეროს ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ სირიაში ჩრდილოეთ კორეელი ტექნიკოსები დააფიქსირა რაკეტების და ქიმიური იარაღის წარმოებასთან კავშირის მქონე ობიექტებზე. სირიის მთავრობამ გაეროს ექსპერტებს განუცხადა, რომ ეს პირები მწვრთნელები და სპორტსმენები არიან. დასავლეთის სახელმწიფოებმა სირიის სამთავრობო ძალები არაერთხელ დაადანაშაულეს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რასაც უარყოფენ ასადის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი.

XS
SM
MD
LG