Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო საგანგებო შეხვედრა გაიმართა უცხოელ დიპლომატებთან


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ უცხოელ დიპლომატებს კიდევ ერთხელ გააცნო ქართული მხარის მოთხოვნები - მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემა, დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა და არ შეექმნას დაბრკოლებები ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების შესაძლო მონაწილეობით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა აქტიური გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის და თხოვა ძალისხმევის კონსოლიდაცია და ქმედითი ზომების გატარება რუსეთის, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს დეოკუპაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG