Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წევრობა აღუდგინა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს


სამხრეთი კორეა, 2018 წლის 9 თებერვალი: რუსი ათლეტები პინოჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე
სამხრეთი კორეა, 2018 წლის 9 თებერვალი: რუსი ათლეტები პინოჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წევრობა აღუდგინა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსი სპორტსმენებისათვის არ დაუდგენიათ დოპინგის გამოყენება სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 28 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ ორგანიზაცია „დოპინგისაგან თავისუფალი სპორტული განყოფილების“ მიერ ჩატარებული საბოლოო შემოწმების შედეგებით, რუს სპორტსმენებს არ დაუდგინდათ აკრძალული ნივთიერებების გამოყენება. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა შეუჩერეს, ხოლო რუსეთის გუნდს პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 2014 წელს სოჭში დოპინგის "სახელმწიფო დონეზე" ორგანიზებული, "სისტემური" პროგრამის არსებობის შესახებ. მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 169 რუსი ათლეტი მიიწვია პიონჩანგის თამაშებზე ოლიმპიური დროშით მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG