Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა "ექსონ მობილმა" უარი თქვა რუსულ "როსნეფტთან" ერთობლივ პროექტზე


"ექსონ მობილის" პლატფორმა სახალინის მახლობლად
"ექსონ მობილის" პლატფორმა სახალინის მახლობლად

უმსხვილესმა ამერიკული ნავთობკომპანიამ, „ექსონ მობილ“-მა უარი თქვა რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან, „როსნეფტ“-თან ერთად სადაზვერვო-გეოლოგიური პროექტების განხორციელებაზე. ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები, რომლებიც მათ რუსეთს ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო. „ექსონ მობილ“-ის ინფორმაციით, ერთობლივი პროექტებიდან გასვლის პროცესი წელს დაიწყება. მანამდე „ექსონ მობილი“ აცხადებდა, რომ სანქციები აზარალებს ამერიკულ კომპანიებს. „ექსონ მობილი“ და „როსნეფტი“ 2013 წელს შეთანხმდნენ ნავთობის საბადოების ერთობლივ დაზვერვაზე არქტიკის ზღვიდან შავ ზღვამდე. იმ პერიოდში ამერიკულ ნავთობკომპანიას ხელმძღვანელობდა რექს ტილერსონი, რომელიც ამჟამად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანია. 2017 წლის ივლისში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „ექსონ მობილი“ 2 მილიონი დოლარით დააჯარიმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიუხედავად „როსნეფტ“-თან თანამშრომლობისთვის.

XS
SM
MD
LG