Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრა დაიწყო - მხარეები კომენტარებზე უარს აცხადებენ


ერგნეთის საგუშაგო
ერგნეთის საგუშაგო

ერგნეთში დაგვიანებით დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი სხდომა, რომელსაც წინ უძღოდა მხარეთა კონსულტაციები. განხილვის მთავარი საკითხია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაცემა და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ ქემოკლიძისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების საშუალების მიცემა. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სთხოვა განსაკუთრებული თავშეკავება გამოიჩინონ და შეხვედრის დაწყებამდე არ დაუსვან შეკითხვები მხარეების წარმომადგენლებს და მხოლოდ ვიზუალური მასალა გადაიღონ. ჟურნალისტებმა მაინც სცადეს გასაუბრება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ მურატ ჯიოევთან, თუმცა მანაც თავი შეიკავა კომენტარისგან.

XS
SM
MD
LG