Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენელი ჟურნალისტებს: "არ დასვათ შეკითხვები..."


ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დღევანდელ დღეს თავი შეიკავონ შეკითხვების დასმისგან: „მინდა გთხოვოთ, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტებს, კარავში შესვლისას, როგორც ყოველთვის, გადაიღოთ რამდენიმე ფოტო, ვიდეომასალა და არ დასვათ შეკითხვები. ეს არ არის შესაფერისი ადგილი შეკითხვების დასასმელად. შესაძლებელია სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და ეუთოს წარმომადგენელმა გააკეთონ განცხადება, თუმცა დღეს მინდა განსაკუთრებით გთხოვოთ, რომც გქონდეთ შეკითხვები, დღეს აქ ამის ადგილი არ არის. დღევანდელი დღე ყველასთვის მგრძნობიარეა. ახლა იწყება შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ყველა მხარეს აქვს ერთი მოლოდინი დღევანდელი დღისგან, მომდევნო დღეებისგან. ჩვეულებრივ, ამას არ გთხოვთ ხოლმე, მაგრამ დღეს ვითხოვთ თავშეკავებას თქვენგან“.

XS
SM
MD
LG