Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა "ჯაველინის" სისტემის უკრაინისთვის მიყიდვის გეგმა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა "ჯაველინის" სისტემის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და გამშვებების უკრაინისთვის მიყიდვის შეთანხმება, რომელიც 47 მილიონამდე დოლარს უტოლდება. "ჯაველინის სისტემა უკრაინას დაეხმარება შექმნას გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დააკმაყოფილოს მისი ეროვნული თავდაცვის საჭიროებები" - აცხადებს პენტაგონი 1 მარტს და დასძენს - "შეიარაღების და მისი აღჭურვილობის მიყიდვის გეგმა არ შეცვლის რეგიონში არსებულ ძირითად სამხედრო ბალანსს". უკრაინის და აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან ელოდნენ თანხმობას. პენტაგონი აცხადებს, რომ ეს თანხმობა კანონით იყო აუცილებელი, თუმცა ის ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შეთანხმება საბოლოოდ დამტკიცებულია. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ შეიარაღების პირველ პარტიას აშშ-სგან უახლოეს კვირებში ელიან.

XS
SM
MD
LG