Accessibility links

2 მარტს, სომხეთის პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტად აირჩია არმენ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 90-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ. სარგსიანის კანდიდატურა, რომელიც ერთადერთი იყო, პარლამენტს წარუდგინა სომხეთის მმართველმა კოალიციამ, „რესპუბლიკური პარტიის“ და „დაშნაკცუტუნის“ შემადგენლობით. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გარეშე. სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებით, რესპუბლიკა გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე. სახელმწიფოს პირველი პირი პრეზიდენტის ნაცვლად გახდა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს კი, რომლის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდა, სომხეთის პარლამენტი, ეროვნული კრება ირჩევს. არმენ სარგსიანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება. პროფესიით ფიზიკოსი არმენ სარგსიანი 1996-1997 წლებში იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი, 1998-2000 წლებში კი სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG