Accessibility links

6 წლის გოგონა ემსხვერპლა ქაბულში მომხდარ თავდასხმას


თავდასხმის ადგილი ქაბულში, 2018 წლის 2 მარტი

ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულია 6 წლის გოგონა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ ქაბელ ბეის რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების სამიზნე იყო უცხოური ძალების ბადრაგი. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა. ქაბულის ამ რაიონში მდებარეობს სამხედრო სასწავლო ცენტრი და საბაჟო სამსახური.

XS
SM
MD
LG