Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და მერკელი შეაშფოთა პუტინის განცხადებამ ახალი შეიარაღების შესახებ


დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი. ჰამბურგი, 2017 წლის 8 ივლისი
დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი. ჰამბურგი, 2017 წლის 8 ივლისი

სატელეფონო საუბარი გაიმართა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერკელის და ტრამპის შეშფოთება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებამ შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი დარწმუნებულნი არიან, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შესახებ, უარყოფითად აისახება შეიარაღების გაკონტროლებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევაზე. 1 მარტს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში აქტიურად დაიწყო ახალი ბალისტიკური რაკეტის, „სარმატის“ გამოცდა. პუტინის თქმით, რაკეტა აღიჭურვება ძლიერი ბირთვული საბრძოლო მასალების ფართო სპექტრით და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დაძლევის ყველაზე თანამედროვე სისტემებით.

XS
SM
MD
LG