Accessibility links

ოსური სააგენტო „რეს“-ი: „ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა“


არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა, - განაცხადა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ექიმმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა. ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ტეხოვი 1995 წლიდან მუშაობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში. ინალ ტეხოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გვამი 22-23 თებერვალს შეისწავლა: „რაიმე სისხლჩაქცევა, შინაგანი ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანებები არ აღმოჩენილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლებიც მთელი იყო“. ინალ ტეხოვმა დააზუსტა, რომ გულის შესწავლისას გამოვლინდა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ნიშნები იშემიური ზონის სახით, რაც, მისივე თქმით, აღმოუჩენია გულის უკანა ძგიდის მიდამოებში. ტეხოვმა აგრეთვე თქვა, რომ გვამის შესწავლისას აღმოჩენილია სისხლნაჟღენთები და დაბეჟილობა ზედა კიდურების, ქვედა კიდურებისა და ზურის არეში. ინალ ტეხოვმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა მისი მოქმედება, აგრეთვე გარდაცვლილის სხეულის მდგომარეობა გადაღებულია ფოტოაპარატით.

XS
SM
MD
LG